მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 70. ისტორიული ქრისტე

  Переглядів 15,694

Bitter Podcast

Bitter Podcast

Рік тому

▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტი" 70-ე ეპიზოდში, ისტორიულ ქრისტეზე ვისაუბრეთ. როდის დაიწერა და ვინ არიან სახარების ავტორები; რამდენად შეესაბამება სახარებებში მოცემული ინფორმაცია I საუკუნის ისტორიულ რეალობას; რა არის რეალურად სახარებისეული და რა ვიცით გვიანანტიკური და შუა საუკუნეობრივი გადმოცემებიდან; რომელი წყაროები ავსებს ინფორმაციას ადრეული ქრისტიანობის შესახებ; რა ვიცით ქრისტეზე დადასტურებულად; რატომ არის ეს საკითხი განსაკუთრებულად რთული საკვლევი; როგორ შეგვიძლია სახარებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს ცხოვრების რეკონსტრუქცია - ეს და სხვა მსგავსი თემები, ისტორიკოსთან, ეკლესიის ისტორიის მკვლევარ შოთა მათითაშვილთან ერთად განვიხილეთ.

КОМЕНТАРІ: 101
@BitterPodcast
@BitterPodcast 8 місяців тому
მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
@heydarling2192
@heydarling2192 3 місяці тому
სრულიად არაფრის მომცემია ასეთი პოდკასტი:) ჭეშმარიტებასაა აცდენილი რადგან ადამიანურადაა განმარტებული და ადამიანის ლოგიკაზეა დაყრდნობილი მთლიანი ეს პოდკასტი. გასაგებია რომ ისტორიულად გინდოდათ მოყოლა ქრისტეზე, მაგრამ აქ იმდენი ტყუილი ითქვა ამასთან ერთად რომ მკრეხელობაა ჩვეულებრივი ასეთი პოდკასტი. ედიშერ ჭელიძე მაინც მოგეწვიათ:). პ.ს მადლობა ყველა პოდკასტისთვის, და წარმატებები!
@BitterPodcast
@BitterPodcast 3 місяці тому
ისტორიული პერსპექტივიდან მკრეხელური არ არსებობს.😌 მადლობა კეთილი სურვილებისთვის.
@vladimerlobzhanidze8396
@vladimerlobzhanidze8396 Місяць тому
დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე ძალიან კარგი პოდკასტი იყო, სამწუხაროდ ეს პოდკასტი სუსტი გამოდგა...ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წმინდა მამების განმარტებებს არ იცნობთ...
@vladimerlobzhanidze8396
@vladimerlobzhanidze8396 Місяць тому
ედიშერ ჭელიძე ნამდვილად გააძლიერებდა გადაცემას, კვლავ რომ ჩაწეროთ გადაცემა და მოიწვიოთ ბ-ნი ედიშერი, დარწმუნებული ვარ ზედმიწევნით დაგისაბუთებთ და გაგიქარწყლებთ ეჭვებს..
@levanisonghulashvili5913
@levanisonghulashvili5913 Рік тому
ძალიან კარგი და ჯანსაღი მსჯელობა-განხილვაა საკითხის,არგუმენტირებული,დასაბუთებული,რელევანტური.კარგია ქრისტეზე მეცნიერულად მსჯელობა და ლოგიკურად,რაციონალურად და არა რაღაც ზებუნებრივად,ზღაპრულად ,მითოლოგიურად და არამეცნიერულად.კარგი პოდკასტია როგორც ყოველთვის
@bartimeuas123
@bartimeuas123 Рік тому
მე სხვანაირად რატომ ვკითხულობ მარკოზის სახარებას? კარგი იქნებოდა მინიმუმ ესაის წიგნის დახმარება, პარალელების გამოყენება ასეთი გარჩევების დროს, რომ მთელი სურათი გამოიკვეთოს, თორემ შეცდმომაში შევა მსმენელი
@archilkitiashvili1227
@archilkitiashvili1227 Рік тому
კარგი იქნება, ქრისტიანობის საქართველოში გავრცელებაზე თუ ჩაწერთ ეპიზოდს.
@edmonddantes5101
@edmonddantes5101 3 місяці тому
ჩემთვის არ ააქვს მნიშვნელობა 25 დეკემბერს დაიბადა თუ სხვა დღეს,ან 33 წლის აცვეს ჯვარს თუ 40 წლის,კარგია რომ ბევრ რამეს ეხებით,ამის არ უნდა ეშინოდეს ნამდვილ მორწმუნეს,ჩემთვის მთავარია რას ქადაგებდა ის,ეს არის რაც აქცევს მას ღვთის შვილად,რადგან რასაც ის ქადაგებს მაგაზე მეტი არ არსებობს,ასე რომ მომწონს თქვენი მიდგომა ისტორიული კუთხით და ოდნავადაც არ მაწუხებს თუ ის არ ემთხვევა ნარატივს,მთავარი აქ მისი ქადაგება,რაც უდავოდ ღვთიურია და ჩემთვის ეს საკმარისია
@BitterPodcast
@BitterPodcast 3 місяці тому
მადლობა გულისხმიერებისთვის. ზუსტად მასე ვისურვებდი რომ ესმოდეს ბევრს.
@Blackandblue787
@Blackandblue787 Рік тому
გილოცავთ ახალ წელს :)) წარმატებული წელი ყოფილიყოს, კარგია ეს თემებიც რომ შემოიტანეთ
@shanvadze
@shanvadze Рік тому
საინტერესო პოდკასტი იყო ნამდვილად. მადლობა თქვენ ამისთვის. ერთი კითხვა გამიჩნდა: თუ არსებობს დადასტურებული წყარო იმისა რომ კიდევ ვის მოიხსენნიებდნენ ძე ღვთისად იმ პერიოდში?
@GeraltOf-Rivia
@GeraltOf-Rivia 6 днів тому
საინტერესო იქნებოდა პოტკასტი ისტორიული მუჰამედის შესახებაც ❤
@BitterPodcast
@BitterPodcast 6 днів тому
კი თუ სტუმარი ვნახე შესაბამისი, იქნება ეგეც
@besarionchikhladze55
@besarionchikhladze55 18 днів тому
ძალიან მომეწონა 🙂👍 სხვათა შორის, იმავე თაობის დროს აიღო ტიტემ იერუსალიმი და ტაძრისგან მართლაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა აი ღვთის სასუფეველზე რა მოგახსენოთ...
@tubezv
@tubezv 4 дні тому
ლაივ პოდკასტის სახე ჯობია რა და ხმაც გასაუმჯობესებელია, ბევრჯერ ვატრიალებ უკან. წარმატებები. ისე, მგონი ერთადერთი ვიდეოა ისტორიულ ქრისტეზე.
@BitterPodcast
@BitterPodcast 4 дні тому
ეგ ვერ იქნება სამწუხაროდ. სტუდია არაა, ონლაინ ვიწერთ და სტუმარს როგორი მიკროფონიც აქვს იმის მიხედვით არის ხმის ხარისხი სხვადასხვა ეპიზოდში.
@tubezv
@tubezv 4 дні тому
@@BitterPodcast ზუმით არ რამე მაგდაგვარით? სულ სხვა ეფექტი აქვს მოლაპარაკეს რომ უსმენ. სახლის პირობებში, უკანა ფონზე ბლური და ეგაა 🙂 საინტერესო თემებია, წარმატება ✌️
@user-kg6wn3sh9p
@user-kg6wn3sh9p 5 місяців тому
რატო იმას არ ამბობ ბოლო ჟამზე რომ ამბობს იესო ქრისტე ღმერთი სახარება უნდა ექადაგოს მსოფლიოს იესო არი ღმერთი დიდება თაყვანისცემადა მადლობა მას აწდა მარადის უკვნითი უკვნისამდე ამინ.
@elenalamich5010
@elenalamich5010 9 днів тому
მადლობა საინტერესო საუბრებისათვის.. ვცდილობ არ გავაცდინო... ალბერტ შვეიცარიის იყო ალზასელი გერმანელი,წერდა გერმანულ ენაზე, პროფესიით ექიმი და მოგვიანებით ასევე თეოლოგი..და დიდი ქველმოქმედი...მან აფრიკაში ააგო რამოდენიმე ჰოსპიტალი და უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს...მქონდა ბედნიერება პირადად მესაუბრა მის მოსწავლეებთან, რომლებიც ახლდნენ მას აფრიკაში..
@levannutsubidze982
@levannutsubidze982 10 місяців тому
ჩემთვის სიახლე იყო ქრისტეს დაბადების თარიღი და მისი ასაკი ჯვარცმის დროს. როგორც გავიგე, ახალი წელთაღრიცხვის დაწყება ქრისტეს დაბადებას არ უკავშირდება?
@juanshery4414
@juanshery4414 Рік тому
👍👍👍👍👍👍👍👍👍👍
@giorg1975
@giorg1975 3 місяці тому
ასაინტერესოა იესო ქრისტე ძე ღმრთისა რატომ არშეიძლება იწოდებოდეს ღმერთად მაშინ როდესაც თვით სახარებაში ქრისტე ამბობს მე ვარ ალფა და ომეგა, ვინც მაღიარებს მე მას ვაღიარებ მამაჩემის წინაშეო. გასაგებია რომ აქ ქრისტეზე ლაპარაკობთ როგორც ისტორიულ პიროვნებაზე რომელიც ნამდვილად არსებობდა მაგრამ მის ღვთაებრივ ბუნების არსებობას სახარების ტექსტებშიც ნათლად ვხედავთ.😊
@food213
@food213 12 днів тому
მუჰამედის საქმე როგორაა, მართლა აფრინდა აქლემიდან?
@natalianebieridze8562
@natalianebieridze8562 13 днів тому
✨️💗
@amorazmiashvili-dx7hp
@amorazmiashvili-dx7hp Місяць тому
პირველ რიგში მადლობა პოტკასტებისთვის მაგრამ მსგავსი პოტკასტი ცოტა შეურაწყმყოფელუა ჩვენთვის
@BitterPodcast
@BitterPodcast Місяць тому
ყველა ეპიზოდს თავისი მსმენელი ყავს. წერია გასაგებად რომ ეს არაა რელიგიურ ფიგურაზე, ესაა ისტორიულ კონტექსტში სასწაულებსა და ციდან ანგელოზთა გალობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი? ესაა ამბის სხვა პერსპექტივა.
@amorazmiashvili-dx7hp
@amorazmiashvili-dx7hp Місяць тому
@@BitterPodcast მესმის ხო მაგრამ მაინც მაააშინ მუჰამედზე გააკეთეთ ერთი პოტკასტი თუ ვინიყო ეგ დიდი მხედართმთავარი ვინც ისლამი შექმნა იმედია არ მიწყენთ
@BitterPodcast
@BitterPodcast Місяць тому
პოდკასტები კეთდება სტუმრების მიხედვით, თუ რაზე საუბარი შეუძლია, მე "ყველაფერჩიკი" არ ვარ, ჩემი სფერო რაც მაქვს პასუხს ვაგებ, მაგრამ სხვა საკითხებზე კარგი თანამოსაუბრეა საჭირო რომ ვრცლად ისაუბროს ამა თუ იმ საკითხზე. მუჰამადზეც შეიძლება იყოს მერე ეპიზოდი, რატომაც არა
@ditozarnadze5439
@ditozarnadze5439 Рік тому
ისე საინტერესოა იმ დროის თანადროული რომაული წყაროები თუ არსებობს ან არის რაიმე ცნობა შემონახული იესოზე ან თუნდაც ებრაელ მქადაგებელზე ან რაიმე არქეოლოგიური მასალა რაც იესო ქრისტეს ცხოვრებას შეეხება ?
@BitterPodcast
@BitterPodcast Рік тому
ახსენა შოთამ არსებული წყაროები
@guramigavasheli6213
@guramigavasheli6213 Рік тому
გონების უკანასკნელი ნაბიჯია ირწმუნო ისეთი რამ რასაც თვენი გონება ვერ წვდება და თუ თქვენი გონება იქამდის ვერ მიდის ის ძალიან სუსტი ყოფილა.(ბელ პასკალი)
@ditozarnadze5439
@ditozarnadze5439 Рік тому
@@guramigavasheli6213 რწმენა ერთია და მეცნიერება მეორე, ათეისტები თუ ღმერთხე უარს ამბობენ, მაშინ მეცნიერებაც უნდა უარყონ, რადგან მეცნიერულადაც ისეთი ფაქტები მტკიცდება სამყაროზე, რომ რთულია შემოქმედის არსებობა უარყო ადამიანმა.
@nodovicosettembrini7936
@nodovicosettembrini7936 9 місяців тому
@@guramigavasheli6213 იგივე მითხრა ჩემმა არგენტინელმა სტუმარმა, რომელსაც ვკითხე სჯეროდათ თუ არა მართლა ადამიანებს, მარადონას “ღმერთის ხელის”, როგორც რელიგიის. პ.ს. მისი მიმდევარი აღმოჩნდა
@Billiethekid8
@Billiethekid8 7 місяців тому
​@@ditozarnadze5439რომელი დაასახელე? დ
@mindiamaisuradze5503
@mindiamaisuradze5503 Рік тому
იესოს სასწაულებზე არის რაიმე სამეცნიერო სტატია?
@vladimerlobzhanidze8396
@vladimerlobzhanidze8396 Місяць тому
მეცნიერება ვერ ხსნის, ყოველ წელს, ფერისცვალება დღეს, თაბორზე წვიმას, ყოველი წლის 19 იანვარს , მდ. იორდანეს უკუსვლას და ა.შ. უამრავია...
@teatchanturia9964
@teatchanturia9964 Місяць тому
არასწორად მსჯელობთ, მე როგორც ერთერთი რიგითი ქრისტიანი, რომელსაც დიდი კომპეტენცია არ მაქვს ამ საკითხში, ვხვდები რომ არასწორად გადმოსცემთ ისტორიას.8მას რასაც თქვენ საუბრობთ სახარებაში სულ სხვანაირადაა გადმოცემული და აბსოლიტურად წინააღმდეგობაში მოდის თქვენს თხორბასთან.... რომელს დავუჯერო თქვენ, თუ 2000 წლოვან სახარებას????
@BitterPodcast
@BitterPodcast Місяць тому
ჩვენ
@user-xt4bf2uv9s
@user-xt4bf2uv9s Місяць тому
თუ იესოზე საურობთ როგორც უბრალოდ ისტორიულ ფიგურაზე მაშინ არ უნდა შეეხოთ მის ღვთაებრიობას. ეს არაა უბრალოდ მის ისტორიულობაზე საუბარი. ერ მისი გმობაა. ბოლომდე ნამდვილად ვერ მოუსმენ ამ უაზრო ანალიზს. ჩემთვის ერთია ნათელ_ ადამიანი რომელსაც არააქ ცოცხალი უთიერთობა ღმერთთან ვერასდოს გააკეთებს სწორ ანალიზს სახარებისას. დიდი მოღვაწე მამები შემცდარან და ჩავარდნილან ერესში.
@BitterPodcast
@BitterPodcast Місяць тому
ეგეც ისტორიის ნაწილია, თავის დროში როგორ აღიქმებოდა ღვთაებრივად თუ არა. თქვენი ნებაა ნუ მოუსმენთ, არავისთვის დაუძალებია ვინმეს. სხვა თვალით აღქმის შესაძლებლობაა ეს ეპიზოდი და თუ გგონიათ დოგმებს შეგირყევთ, არის მამაოების ქადაგებები და უსმინეთ იმას.
@Blackandblue787
@Blackandblue787 Рік тому
წმინდა ნინოზე აქვს ბლოგ პოსტი როგორც მახსოვს
@vakhtangnamoradze5649
@vakhtangnamoradze5649 Рік тому
კი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, რადგან ეს ჯერ კიდევ კორნელი კეკელიძედან მოყოლებული მითი რომ ქართველებმა წმინდა ნინო მოიგონეს გააქარწყლა. ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიგე
@Blackandblue787
@Blackandblue787 Рік тому
@@vakhtangnamoradze5649 მარტო კორნელი არა, ივანე ჯავახიშვილიც მაგ ვერსიას უჭერდა მხარს
@vakhtangnamoradze5649
@vakhtangnamoradze5649 Рік тому
@@Blackandblue787 მე მახსოვს რომ ჯავახიშვილი ბევრად უფრო ფრთხილი იყო შეფასებებში ვიდრე კეკელიძე. თუმცა შეიძლება არ მახსოვს სწორდ
@bottega8818
@bottega8818 17 днів тому
😂2000 წელია სასტავი ვიღაც ებრაელ კაცზე კამათობს და სახეს აძრობს ერთმანეთს 😄wtf 😂
@gio77Nap
@gio77Nap 2 місяці тому
რეებს მიედ მოედებით ნეტა იცოდეთ რაა.მაგარი არაობიექტური ახსნები მოვისმინე. დაჯექი ორიანი სტუმარო.))
@BitterPodcast
@BitterPodcast 2 місяці тому
თქვენ რომელ ვერსიას ენდობით, გაანდეთ სტუმარს რომ მანაც შეიმეცნოს
@gio77Nap
@gio77Nap 2 місяці тому
@@BitterPodcast რა უნდა გავანდო?ტიპმა იესო ლამის სეისმოლოგი გამოიყვანა ვიᲦაც Შვეიცარიელი აᲗეისტის ბოდვის ხარჯზე და ეგ ვერსია მაგის დონის მცოდნესᲗვის უკვე საკმარისია.მაგას ვერ ცდება ტიპი და ეხლა Ძალაა?)))მე ჰოლანდიაᲨი კაფე-Shop-Ში ერᲗი მცოდნე გავიცანი,ბობ მარლის მაიკა ეცვა და ის იᲫახოდა კოსმონავტი იყო იესოო და პროსტა ხომალდი არ ყავდა Თორე დანარᲩენი ყველაფერი კოსმონავტის ქონდაო....P.S.რას ეწევიᲗ ამდენს ან ვინ გაწევინებᲗ ის დაიწვა ოესოს ცოდვიᲗ))
@BitterPodcast
@BitterPodcast 2 місяці тому
რა უნდა გაანდოთ და სწორ გზაზე უნდა დააყენოთ შესაბამისი ლიტერატურის მითითებით. ანუ თქვენ რა კვლევებს ეყრდნობით და ვინ არის თქვენთვის ავტორიტეტი ამ საკითხში. არგუმენტებით უნდა ისაუბროთ და არა შეურაცხყოფით. ეს ტონი და ლექსიკა თქვენზე მეტყველებს ცუდად და არა სტუმარზე.
@user-ly7rg9hb4r
@user-ly7rg9hb4r Рік тому
ჯობია ახალი აღთქმა ყურადღებით წაიკითხო
@BitterPodcast
@BitterPodcast Рік тому
საინტერესო იქნება არგუმენტირებულად თუ შეეკამათებით მკვლევარს, ოღონდ არა რელიგიური გადმოსახედიდან, არამედ ისტორიული პერსპექტივით.
@vladimerlobzhanidze8396
@vladimerlobzhanidze8396 Місяць тому
ყოვლადწმინდა დაწინდული იყო იოსებზე, გეცოდინებათ, რომ ებრაელები თავის ნათესავებზე იწინდებოდნენ. სახარებაში ნათქვამია რომ იოსები, დავითის შთამომავალია, ე.ი. დედაღვთისაც დავითის შთამომავალია, რადგან იოსები და დედაღვთისა ნათესავები იყვნენ...
@under3258
@under3258 Рік тому
ა.წ 1 საუკუნის ბოლოს თუ დაიწერა იოანეს სახარება, ანუ რამდენი წლის იყო იოანე 95-105-110-120?რომ გარდაიცვალა, ამდენი ხანი იცოცხლა? არარეალურია ცოტა მარა რავიცით რომ ამდროს დაიწერა
@BitterPodcast
@BitterPodcast Рік тому
ვიცით კი. წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით შესწავლილია, ენობრივითაც და არც თავისი დროის ისტორიულ რეალობას ემთხვევა, ბევრი რამ ანაქრონისტულია. მოციქულთა სახელები პირობითია, დაზუსტებული არაა და არაფერი გვაძლევს სარწმუნო საბუთს რომ ვიცოდეთ მოციქულ იოანეს დაწერილია თუ არა.
@under3258
@under3258 Рік тому
@@BitterPodcast მაგდენი ხანი ვერ იცოცხლებდა (იცოცხლებდენ მოციქულები) ანუ სხვამ დაწერა
@under3258
@under3258 Рік тому
@@BitterPodcast პილატეზე არ გამოდის ხო? მცირე ცნობებია? არამგონია პილატეს ეგეთი მცირე როლი ქონოდა ქრისტეს ჯვარცმაზე, სასწაულებს რო ახდენდა აგენტები ხო ეტყოდნენ როგორც მინიმუმ საფრთხე იყო ქრისტე, მეფე, სხვა სამყაროს ქადაგება და წესრიგის მორყეცა , რევულუციონერი იყო
@archilkitiashvili1227
@archilkitiashvili1227 Рік тому
@@under3258 არცერთი სახარება არ ითვლება მოციქულების დაწერილად. საუბრობენ ამაზეც ეპიზოდში.
@under3258
@under3258 Рік тому
@@archilkitiashvili1227 აქამდე ეგრე იყო გავრცელებული, სახარების ჭეშმარიტებას(სინამდვილეს) და მითუმეტეს ღვთაებრიობას აყენებს კოთხვის ნიშნის ქვეშ და ატრიალებს ქრისტიანულ რწმენა წარმოფგენებს ნაეილობრივ მაინც არა?
@datokapanadze292
@datokapanadze292 7 місяців тому
როგორ ებრძვით მართმადიდებლობასს...როგორგინდათ. ხალხს გაუყინოთ გულებიი...რაისტორიკოსებიი..წაიკითხეთ ბასილი დიდიი იოანე ოქროპირი. გრიგოლ ხვთისმეტყველი და უდიდესი მნათობი მამებიი. ..
@BitterPodcast
@BitterPodcast 7 місяців тому
კი მაგაზე ოცნებობენ ეს დამპლები, მაგრამ ვერ ეღირსებიან
@amorazmiashvili-dx7hp
@amorazmiashvili-dx7hp Місяць тому
​@@BitterPodcast დაიცა შენ ქრისტიანიხაარ
@georgeropeson
@georgeropeson 3 місяці тому
არსებობდა მოსაზრება რომ მოზარდობის ასაკში იესომ იმოგზაურა ინდოეთში, ამაზე რაიმე ისტორიული წყარო არსებობს ?
@BitterPodcast
@BitterPodcast 3 місяці тому
არა
@vladimerlobzhanidze8396
@vladimerlobzhanidze8396 Місяць тому
მიციქულებმა იმოგზაურეს...
@bottega8818
@bottega8818 17 днів тому
@@BitterPodcastმე ვნახე ვიღაცა გოგოს ვიდეო,ის ამბობდა,მაგრად იცოდა შბაგატში ჩაჯდომა და იოგაო.ინდოეთში მოგზაურობდაო უეჭველი
@qetikaxishvili6446
@qetikaxishvili6446 6 місяців тому
მოკლედ, ვუსმინე და ასე გავიგე ნაამბობიდან, რომ ქრისტეს არ აღიარებთ როგორც ღმერთს, სამწუხაროა, არადა იოანეს 14: 9 ამბობს ვინც მე მიხილა მან მამაც იხილაო,
@BitterPodcast
@BitterPodcast 6 місяців тому
პოდკასტის სათაური და აღწერა წაიკითხეთ კიდევ ერთხელ
@vasilnebieridze3175
@vasilnebieridze3175 Рік тому
ყველაზე მთავარი რაც ამ მოცემული პოდკასტიდან გავიგე მომხსენებელი რომელიც ამ თემას განხილავს საერთოდ არ აქვს სახარებები წაკითხული არა თუ მთლიანად ბიბლია ისეთ გულუბრყვილო შეცდომებს უშვებს
@BitterPodcast
@BitterPodcast Рік тому
შოთას სპეციალობაა და იცის რას რატომ ამბობს, კომენტარებითაც იცნობს სახარებას და ისეც. მისეული ინტერპრეტაცია შემდეგნაირია და არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს და ეთანხმებოდეს, რადგან ბუნდოვანი საკითხია რომლის სხვადასხვა ვერსიის არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ არგუმენტირებულად ეკამათოთ, რეცენზია დაუწეროთ რაში ცდება, რატომ არ მოგწონთ მისი ინტერპრეტაცია. ისე კი, ტექსტად თუ გაინტერესებთ, რადგან საუბარში ისეთი ზუსტი ვერ იქნება ადამიანი როგორც ნაწერში: shotamatitashvili.blogspot.com/2022/11/blog-post_26.html?fbclid=IwAR13nAK64eBEAoftE81ighvegDIw10a7vInoNelOTBllvBrKJGfVAIRQHhM
@vasilnebieridze3175
@vasilnebieridze3175 Рік тому
კარგი მაშინ მიპასუხეთ კიდევ რომელ წინასწარმეტყველს იხსენიებს ბიბლია „ღმერთის ძედ“?
@BitterPodcast
@BitterPodcast Рік тому
მე რატომ უნდა გიპასუხოთ, შეგიძლიათ მიწეროთ ავტორს.
@tradertrader8838
@tradertrader8838 8 місяців тому
შოთას სპეციალობაა რას ნიშვას, შენი აზრით ამ ტემასე შეჯამებული აზრია რსებობს? :დ @@BitterPodcast
@kakhaaleksidze2027
@kakhaaleksidze2027 4 місяці тому
@vasilnebieridze3175 მიწერეთ ავტორს? და თუ მიწერეთ რა გიპასუხათ? გაგვიზიარეთ, ძალიან საინტერესოა პატივისცემით
ПЕЙ МОЛОКО КАК ФОКУСНИК
00:37
Masomka
Переглядів 861 тис.
სიძვა-მრუშობის ცოდვა,ვნებები
33:34
მართლმადიდებლური ვიდეოები
Переглядів 83 тис.
Поиски "Исторического Иисуса": предварительные итоги
1:13:09
Свободный медиацентр
Переглядів 42 тис.
რას ფიქრობდა იესო, თუ ვინ იყო იგი?
6:36
ქრისტიანული არხი • Christian Channel
Переглядів 10 тис.
იესოსა და მუჰამედის შედარება - ჯეი სმიტი
10:27
ქრისტიანული არხი • Christian Channel
Переглядів 62 тис.