ყარაბაღული ქადა ფილმიდან კავკასიის ტყვე ქალი,Карабахская Кята (Гата),Karabakh tortilla "Gata",ქადა

  Переглядів 90,700

CHEF GIGA BAKES

3 роки тому

ყარაბაღული ქადა ფილმიდან კავკასიის ტყვე ქალი
ყარაბაღული ქადა რომელსაც მიირთმევდა ნინა ფილმში კავკასიის ტყვე ქალი.მომზადებულია უნაზესი ცომით და უგემრიელესი შიგთავსით,რეცეპტი ინტერნეტიდან.
ცომის ინგრედიენტები:
1.600 გ ფქვილი
2.170 მლ რძე თბილი 35-40 ° c
3.21 გ საფუარი(7 გ მშრალი საფუარი)
4.1 ს.კ ზეთი
5.მწიკვი მარილი
6.1 ჩ.კ ვანილი
7.80 გ ნაღების კარაქი კარგად დარბილებული
8.2 კვერცხი (-1 კვერცხის გული ზემოდ წასასმელად)
9.120 გ შაქარი
---------------------------
შიგთავსის ინგრედიენტები:
1.220-230 გ ფქვილი
2.150 გ ნაღების კარაქი ოთახის ტემპერატურის
3.130 გ შაქრის პუდრა ან შაქარი
4.1 ჩ.კ ვანილი
---------------
ცომს მოვამზადებ აპარული წესით.თბილ რძეს დავუმატებ შაქარს საერთო რაოდენობიდან 1 ჩ.კ,და კარგად დაფხვნილ საფუარს 21 გ,
მოვურევ იქამდე სანამ საფუარი კარგად არ გაიხსნება.
შემდეგ ვუმატებ 4 სუფრის კოვზ ფქვილს საერთო რაოდენობიდან(600 გ ფქვილი),კარგად მოვურევ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი,კონსტიტენციით უნდა გავდეს არაჟანს.
შემდეგ დავახურებ პარკს და დავასვენებ 15-20 წუთით ,მასა აუცილებლად უნდა გასამმაგდეს.
ამასობაში კარაქს,შაქარს,კვერცხს მარილს და ვანილს ავთქვიფავ ერთგვაროვნებამდე ,დაიმახსოვრეთ შაქარი კარგად უნდა გაიხსნას.
20 წუთის შემდეგ ,თხევად ინგრედიენტებს გადავიტან საფუარის,აპარის მასაში მოვურევ კარგად და დავიწყებ დარჩენილი ფქვილის მასის პერიოდულად შეზელას,კარგად დაუკვირდით ცომის კონსტიტენციას,ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი,..ფქვილი შეიძლება ყველა არ დაგჭირდეთ,მე გამოვიყენე ზუსტად 600 გ ფქვილი.
ფქვილის მთლიანი რაოდენობის შეზელის შემდეგ ჯამის გვერდებზე მოვასხი ზეთი და კიდევ ამოვზილე ცომი 2 წუთით.ამის შემდეგ ცომი გადავიტანე დასამუშავებლად მაგიდაზე და დავამუშავე დაახლოებით 8-10 წუთით,შემდეგ მოვუსვი ზემოდან დამრგვალებულ ცომს ზეთი დავახურე პარკი და დავასვენე სითბოში 35-40 წუთით.
----------------
ვუცდი ცომის ამოსვლას
----------------
ცომის დამუშავება
ცომის ამოსვლის შემდეგ დავამუშავე კიდევ ცომი რამოდენიმე ხანი,მივეცი რულეტის ფორმა და დავჭერი 5 თანაბარ ნაჭრად.
თქვენზე არის დამოკიდებული რა ზომის ქადები გნებავთ ამის მიხედვით დაჭრით თქვენთვის სასურველ ზომებად.
დაჭრის შემდეგ დავამრგვალოთ ცომი და მივცეთ ბურთულების ფორმები, დავაფაროთ პარკი და კიდევ დავასვენოთ 10-15 წუთით.
---------------------
ვიწყებ შიგთავსის მომზადებას
150 გ ოთახის ტემპერატურის კარაქს დავუმატე 130 გ შაქრის პუდრი,1 ჩ.კ ვანილი და კარგად ავურიე მასის ერთგვაროვნებამდე,ამის შემდეგ დავუმატე 220-230 გ კარგად გაცრილი ფქვილი,მოვურიე და დავიწყე მასის დამუშავება.კონსტიტენციით უნდა გავდეს ფხვიერ მიწას,არ უნდა ქონდეს ბურთულები,აუცილებელია იყოს ძალინ ფხვიერი,და დაიმახსოვრეთ ისიც რომ შეეცადეთ კარაქი არ გათბეს და დნობა არ დაიწყოს.ყველა ნიუანსი აუცილებლად კარგად არის გასათვალისწინებელი.
-----------------
ცომის დასვენების და შიგთავსის მომზადების შემდეგ ვიწყებ ცომის ბურთულების გაბრტყელებას,ვიდეოში მითითებული არის ყველაფერი.
დაიმახსოვრეთ იმ მხარეს რომელსაც აბრტყელებთ უნდა მოექცეს ქვემოდან ანუ გაბრტყელების მომენტში უნდა გადაატრიალოთ ცომი და გააგრძელოთ მეორე მხარის გაბრტყელება.
კიდევ ერთი ნიუანსი შეეცადეთ ძალიან არ დააწვეთ ცომს გაბრტყელების დროს,და არ უნდა იყოს თხელი ცომის მასა,თორემ შეკვრის დროს გაიხსნება და შიგთავსი გადმოვა.
ცომის გაბრტყელების შემდეგ მოვუსვათ კარაქი და დავდოთ შიგთავსი,შემდეგ კარგად შევკრათ,ცოტა დავპრესოთ ხელით,გადავატრიალოთ რომ შეკრული მხარე მოექცეს ქვემოდან,გამოცხობის დროს.
ასე გავაკეთებ ყველა ქადას.
----------------
ღუმელს ვახურებ 190-210 °c
----------------
ამასობაში ქადები გადამაქვს გამოსაცხობ ფორმაზე,ვუსმევ კვერცხის გულს,ვუკეთებ დეკორირებას ,დავჩხვლეტ რომ ზემოდან ჰაერმა იმოძრაოს და გამოცხობის დროს არ გასკდეს.
---------------
ვაცხობ 190-210°c 15 წუთით
---------------
მოცემული ინგრედიენტებით გამოდის 5-6 ცალი ქადა.
---------------
გემრიელად მიირთვით
-----------------
Карабахская Кята (Гата)
Рецепт теста:
170 мл. молока,
20 гр. дрожжей,
2 крупных яйца (минус желток на смазку),
80 гр. сливочного масла,
120 гр. сахара,
щепотка соли,
1 ч. л. ванильного сахара,
600 гр. муки,
1 ст. л. растительного масла.
Температура выпечки 190 - 210 градусов время выпечки 15 минут, учитывайте особенности своей духовки.
Начинка:
150 гр. топлёного сливочного масла,
130 гр. мелкого сахара или сахарной пудры,
1 ч. л. ванильного сахара,
220-230 гр. муки.
----------------------------
Karabakh tortilla "Gata"
Ingredients:
170 ml of milk
20 grams of yeast,
2 large eggs (minus the yolk per grease),
80 g butter,
120 g sugar
a pinch of salt,
1 teaspoon vanilla sugar
600 gr flour
1 tablespoon of vegetable oil.
Filling:
150 g melted butter,
130 g sugar
1 teaspoon vanilla sugar
220-230 gr of flour.
#ყარაბაღულიქადა
#КарабахскаяКятаГата
#KarabakhtortillaGata
#ქადა
#აზერბაიჯანულიქადა

КОМЕНТАРІ: 188
@davidgoduadze9739
@davidgoduadze9739 3 роки тому
super it is perfect
@tamartsiklauri4516
@tamartsiklauri4516 2 роки тому
კარგია
@ketisiradze1213
@ketisiradze1213 Рік тому
როგორ მიყვარს!!!☺️ ბავშვობას მახსენებს! 🥰🥰🥰🥰
@madonarostiashvili3602
@madonarostiashvili3602 2 роки тому
Როგორ მიყვარს ეს ქადა, მადლობა ასეთი კარგად ახსნისთვის
@maiajangirashvili2273
@maiajangirashvili2273 Рік тому
ყოჩაღ, გიგა. ძალიან კარგი კულინარი ხართ. წარმატებები თქვენ💛🙏
@Ekakato
@Ekakato 2 роки тому
როგორ მიყვარს ❤️აუცილებლად გავაკეთებ დიდიხანია ვეძებ ამ რეცეპტს👏🏻 🙏🏼დიდი მადლობა თქვენ
@carochaxidze1147
@carochaxidze1147 3 роки тому
ოპარა საფუარია. 😊 მომწონს თქვენი სრული ახსნით გადაღებული ვიდეო.
@laitsilosani6471
@laitsilosani6471 2 роки тому
ოპარა არის გააქტიურებული ანუ აფუებული საფუარი
@42conceptstore90
@42conceptstore90 2 роки тому
@@laitsilosani6471 ქართულად ხაშს ეძახიან :)
@leiladumaevi4090
@leiladumaevi4090 2 роки тому
საფუარი დროჟია რუსულად
@merigogiashvili7681
@merigogiashvili7681 2 роки тому
დღეს აუციებლად მოვამზადებ თქვენს ქადებს.მადლობა დიდი
@daviddavid-jz4or
@daviddavid-jz4or Рік тому
ცარო მართალია,არ არის აუცლებელი ყველაფრის გადმოკალკვა უცხო ენიდან,თითქოს 21 საუკუნეში დაეწყოს ჩვენს ხალხს წერა კითხვა,როგორც მაგალითად პაპუასებს.ან ცომის დასვენება რაღაა, დასვენება არა გაკურორტება😀,ბოდიში მამითხოვია. მაგალითად ცომი გავაჩეროთ თუთხმტი წუთი. ოპარა გაღვივებული გააქტიურებული საფუარი ან სხვა სიტყვის მოძებნაც შეილება პურის მცხობელი კუთხების კილოკავში აუცილებლად იქნება შესატყვისი, ზოგან ხაშს ხმარობენ, მაგ.: მოხაშება. ან დედო.გიგას წარმატებები.
@ninogabarashvili3478
@ninogabarashvili3478 Рік тому
უმაგრესი და უკარგესი გამოვიდა როგორც ვიზუალურად ასევე გემო პერფექტო🤩ჩემი ბავშვობის ოცნების ქადა იყო მაგ ფილმიდან❤ყველამ სცადეთ არ ინანებთ,მე ათი წუთი დავაყოვნე ღუმელში შედებამდე😇
@lanaross1772
@lanaross1772 2 роки тому
დიდი მადლობა , ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყველას ძალიან მოეწონა.
@arusavagyan6265
@arusavagyan6265 2 роки тому
Великолепно! Это Армянская знаменитая Арцахская QaraBahская гата!
@psiqologielen3785
@psiqologielen3785 Рік тому
კი სომხური ქადაა,ძალიან გემრიელია ❤
@marinaerkomaishvili1797
@marinaerkomaishvili1797 2 роки тому
ვაიმეე, ჩემი ბავშვობის ქადები👍👍👍როგორ მიყვააარს❤❤
@ingapavliaschrili8579
@ingapavliaschrili8579 Рік тому
ძალიან კარგი ქადა გამოვიდა, 🥰🥰
@laligirashvili7950
@laligirashvili7950 2 роки тому
თქვენ გაიხარეთ, იცით წლებია მინდა ამ ქადის რეცეპტი, ძაან მიყვრდა და ვეძებდი საცხობებში. ახლა კი შემთხვევით გნახეთ! მადლობა უღრმესი 🙏🙏🙏❤️❤️❤️
@medeaqarelishvili7375
@medeaqarelishvili7375 2 роки тому
ძალიან კარგად და გასაგებად დეტალებში ხსნით. 👍👍👍
@nanaugulava3492
@nanaugulava3492 2 роки тому
ძალიან გემრიელად მუშაობთ ცომთან🤗🤗🤗
@education05
@education05 2 роки тому
ძალიან მომწონს ეს ქადები და მადლობა რეცეპტისთვის. არაჩვეულებრივი გამოგივიდა! ❤💙💚💛💜💖💖
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა დიდი
@ninolagadze
@ninolagadze Рік тому
Спасибо за рецепт.Удачи вам.
@shorenagugunishvili5482
@shorenagugunishvili5482 2 роки тому
მომეწონა თქვენეული ქადისრეცეპტი. დიდი მადლობა!💓
@SKYTENDA762
@SKYTENDA762 11 місяців тому
გაიხარე გიგა დაილოცოს თქვენი მარჯვენა რა მადის ამღძვრელად გამიყურება და როგორი გემრიელი იქნება დარწმუნებული ვარ მეც უნდა ვცადო 😊👏❤
@sugaismysugarchuu8859
@sugaismysugarchuu8859 2 роки тому
სხვა დროს ეს მუსიკის ფონი შეცვალეთ ,საშინლად დამღლელია,რეცეპტი კი გადასარევი,იმერული ხაჭაპური ბებიის რეცეპტით უკვე გავაკეთე,ეხლა ამას ვცდი ❤️
@qetino.b.7603
@qetino.b.7603 2 роки тому
სუპერ! ❤
@annagongadze4728
@annagongadze4728 2 роки тому
Sauketeso receptia,madloba didi
@giorgimumladze219
@giorgimumladze219 3 місяці тому
წარმატებები
@nikolozmantskava8492
@nikolozmantskava8492 3 роки тому
magaria zma warmatebebi super
@ninacucaa
@ninacucaa 9 місяців тому
ძალიან კარგი რეცეპტია და აუცილებლად გამოვაცხობ!👍👍
@user-xn5lm9nt4s
@user-xn5lm9nt4s Рік тому
Спасибо! Приготовила, очень очень вкусно! Крым))
@ogichenturioni1850
@ogichenturioni1850 14 днів тому
👍👍კონსისტენცია✌️✌️
@cicinokvaginidze6543
@cicinokvaginidze6543 Рік тому
ძალიან კარგია და გემრიელად გამოიყურება. დიდი მადლობა რეცეპტისთვის.
@marinadukova5709
@marinadukova5709 5 місяців тому
ვაუუუ რა მაგარი სილამაზე ააქვს,. აუცილებრივ ვცდი 👍💖💜💛კარგად ხსნით
@makapapuashvili358
@makapapuashvili358 3 роки тому
giga zalian miyvarxar magari mzareuli xar superrrrrrr
@Ekakato
@Ekakato Рік тому
სასწაული გამოვიდა 🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼❤️დიდი მადლობა რეცეპტისთვის
@ninojavaxishvili4820
@ninojavaxishvili4820 2 роки тому
არაჩვეულებრივი გამოვიდა, დიდი მადლობა.საუკეთესოა 👏 თქვენი წესით მომზადებული.
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
დიდი მადლობა
@SamsungSamsung-ew3lt
@SamsungSamsung-ew3lt 5 місяців тому
ძალიან მიყვარს ახლაც. სკოლის ბუფეტში მარტო ამას ვყიდულობდი.❤
@iosebmatiashvili1684
@iosebmatiashvili1684 3 роки тому
udachi brat super
@xatunagrigalashvili7426
@xatunagrigalashvili7426 6 місяців тому
მადლობა ❤
@khatianebieridze7773
@khatianebieridze7773 3 роки тому
shef superi xar
@lelaminashvili6768
@lelaminashvili6768 2 роки тому
madlobaa
@maiacheligze1181
@maiacheligze1181 3 роки тому
super!
@vladimermaisuradze6451
@vladimermaisuradze6451 3 роки тому
superinio bratan udachi tebe super
@ratimachkhaneli3260
@ratimachkhaneli3260 3 роки тому
perfecto super chfe giga
@lashagameryt6307
@lashagameryt6307 2 роки тому
Complimenti ..👍👍🥰super
@luigirecchi4875
@luigirecchi4875 Рік тому
Bravoo🎉
@nazichalidze9295
@nazichalidze9295 Рік тому
მადლობა
@leylaaliyeva6079
@leylaaliyeva6079 2 роки тому
Didi madloba..
@maiagorgadze2196
@maiagorgadze2196 2 роки тому
Dan magariaa dalian miyvars da aucileblad gamova cob madloba aseti guliani receptistvis😊
@xachapuriixinkali
@xachapuriixinkali 4 місяці тому
sehr gut
@anukisimonishvili8122
@anukisimonishvili8122 2 роки тому
Ძალიან გასაგებად ხსნით ყველაფერს მადლობა თქვენ
@ninolondaridze9145
@ninolondaridze9145 3 роки тому
super udachi brat
@elisobloom818
@elisobloom818 2 роки тому
უკვე მერამდენჯერ გამოვაცხე. უგემრიელესია და ვიდეო ზედმიწევნით კარგია. ეხლაც ვაკეთებ. უღრმესი მადლობა
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
Gaixaret.didi madloba
@tatiavepkhvadze8679
@tatiavepkhvadze8679 3 роки тому
superia zma superi
@tatiamamulashvili1572
@tatiamamulashvili1572 3 роки тому
warbatebebi brat superia
@19gio71
@19gio71 2 роки тому
ძალიან გემრიელია წარმატებები
@nanamamuchishvili605
@nanamamuchishvili605 3 роки тому
vicini nukulini marnugovi da chef giga super brat super
@nunuculaia611
@nunuculaia611 9 місяців тому
თქვენს მიერ მომზადებული ქადები რა ზომისაა,გთხოვთ დაგვიწეროთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ.❤️
@medeaqarelishvili7375
@medeaqarelishvili7375 2 роки тому
ძალიან მიყვარდა ეს ქადა, ახალგაზრდობას მახსენებს. იყიდებოდა ხოლმე კაფე "ია"-ში.
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა კომენატარისთვის
@mziasanchez318
@mziasanchez318 2 роки тому
ვგიჟდები👍👍
@annakapanadze5180
@annakapanadze5180 Рік тому
დიდი მადლობა
@valeriorvelashvili9895
@valeriorvelashvili9895 Рік тому
Sen xar zalian magari Kaci 🇬🇪
@nikaverdzeuli4942
@nikaverdzeuli4942 3 роки тому
super
@medeadarsalia8991
@medeadarsalia8991 3 роки тому
გმადლობთ კარგია
@user-fj9xq5oh2d
@user-fj9xq5oh2d 7 місяців тому
Ძალიან კარგი ქადაა.იქნებ კარგი ნაზუქის ცხობაც გვასწავლოᲗ
@lelaminashvili6768
@lelaminashvili6768 2 роки тому
gaixaret didi madloba
@user-gu1bm3ee1u
@user-gu1bm3ee1u 2 роки тому
ძალიან გემრიელია!
@safiaamrah4399
@safiaamrah4399 2 роки тому
ჯიგარი ხარ!საუკეთესო ქადა!
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა დიდი
@nonadolidze7884
@nonadolidze7884 Рік тому
უმაგრესი ადამი ანი ხარ.მადლო ბა შენ ასეთი დე ტალური ახსნის თვის.
@mziasanchez318
@mziasanchez318 2 роки тому
დარწმუნებული ვარ ლამაზი და გემრიელია👍👍👍👍👍😂😁
@arsenaesen925
@arsenaesen925 Рік тому
ძალიან კარგია.გაიხარეთ
@viktoriavirabiani8928
@viktoriavirabiani8928 3 роки тому
supremo super
@likagogelia6077
@likagogelia6077 2 роки тому
მაგარიააა
@leilagabueva5859
@leilagabueva5859 2 роки тому
Молодец!!!
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
Spasiba
@mariamorchiladze5380
@mariamorchiladze5380 3 роки тому
chef giga super
@lubakatsadze5257
@lubakatsadze5257 2 роки тому
Როგორც იქნა ვისწავლე👍გამომივიდა ძალიან გემრიელია დიდი იადლობა🙏🙏🙏🙏
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა „„„„„„„„„თქვენ
@lalis.4921
@lalis.4921 2 роки тому
madloba
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა თქვენ
@user-sj9pc4hp6f
@user-sj9pc4hp6f 6 місяців тому
ყოჩაღ ცომთან ძალიან კარგად გულიანად მუშაობთ ძალიან ძალიან კარგი გამოვიდა უფალმა დაგლოცოს👍👍👍👍👍
@ezzelezzel7440
@ezzelezzel7440 2 роки тому
❤️👍🇦🇿❤️🇬🇪👍super!!!
@gorgadzeelene3377
@gorgadzeelene3377 Рік тому
გაიხარეთ. ბავშვობა გამახსენდა როგორ მიყვარდა. დიდი ხანია მინდოდა კარგი რეცეპტი. აუცილებლად გამოვაცხობ.ათენი🐰🐰🐇🐇🐰🌼🌼🍀🌲🌲🌲🌲🌲🌲🌼🌻.
@tinatinkolotauri5731
@tinatinkolotauri5731 2 роки тому
Ძალიან გემრიელი გამოვიდა! Მადლობა 🙏
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა თქვენც
@ninomdivani7188
@ninomdivani7188 Рік тому
ძალიან კარგია მადლობა ზუსტად ასეთი გამოდის ამ რეცეპტით
@veneraberdzenishvili5617
@veneraberdzenishvili5617 2 роки тому
Gaixare gamivacxe tkveni receptit arashveulebrivi gamivida.Saberdneti
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
გაიხარეთ მადლობა თქვენ
@user-vi4yd5ww2b
@user-vi4yd5ww2b 2 роки тому
👏👏👏👍🔥
@lialeolialeo1611
@lialeolialeo1611 2 роки тому
Magaria
@megitsitsilashvili3165
@megitsitsilashvili3165 2 роки тому
👍👍👍
@natiagorgodze3998
@natiagorgodze3998 Рік тому
შესანიშნავი ნამზადი, აუცილებლად ვცდი, მადლობაა👍🙏
@gochaabashia9906
@gochaabashia9906 2 роки тому
ბავშვობის ოცნება! მაგარი ხარ გიგა, წავიღე რეცეპტი
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
გაიხარე დიდი მადლობა
@lelasart2802
@lelasart2802 2 роки тому
Shesanishnavi peceptia.ygrmesi madlobaaaa
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
მადლობა თქვენ
@kristinemumladze4947
@kristinemumladze4947 3 роки тому
superinio xar ra prosta mevasebi
@elizaeliozishvili7584
@elizaeliozishvili7584 2 місяці тому
გამოვაცხვე თქვენი რეცეპტით,ძალიან კარგო გამოვიდა❤
@zoiasimonishvili769
@zoiasimonishvili769 Рік тому
აუ ბავშვობა გამახსენეთ რა კარგია.არ დამცინოთ 100 გრამიანი ჭიქა რომელია აი ჩვენი მამა პაპა არაყს რომ სვამდა?
@user-ow3pr6kd3w
@user-ow3pr6kd3w 9 місяців тому
😊
@natiakourachvili4029
@natiakourachvili4029 2 роки тому
დიდი მადლობა რეცეპტისთვის. იხარეთ
@user-fw9vd6bm1j
@user-fw9vd6bm1j 2 роки тому
მაგარი არხია გიგა, მიხარია, რომ გიპოვე.
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
დიდი მადლობა
@rustamrustam4945
@rustamrustam4945 2 роки тому
♥️♥️♥️
@mziakutivadze5496
@mziakutivadze5496 Рік тому
ეხლა ვნახე თქვენ გაიხარეთ რა კარგად ხსნით, როგორ მიყვარს ბავშვობა გამახსენა
@elisobloom818
@elisobloom818 3 роки тому
გამოვაცხე და ძალუან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 3 роки тому
დიდი მადლობა,წარმატებები
@mariaminishnianidze7605
@mariaminishnianidze7605 3 роки тому
magari zaan mevasebi
@etarim891
@etarim891 Рік тому
Sauketesoaaa
@ketevanmatcharashili9190
@ketevanmatcharashili9190 3 роки тому
super chef giga
@fatimaguiorgadze506
@fatimaguiorgadze506 6 місяців тому
Გაიხარე ვეძებდი ამ რეცეპტს! Უღრმესი მადლოქა.
@lashapapelishvili2284
@lashapapelishvili2284 3 роки тому
magaria zaan momwons
@katikapianidze7370
@katikapianidze7370 3 роки тому
Მადლობთ ძალიან კარგი ახსნილია .მაინტერესებს მაცივარში თუ შეიძლება შწვინახო სხვა შემდეგი დღისათვის?❤❤❤❤🇪🇸
@datojachvadze9623
@datojachvadze9623 Рік тому
აპარას მგონი ქართულად ბიგა ქვია🙄👏მაგარია
@tamarisitamarisi6025
@tamarisitamarisi6025 2 роки тому
მოგვწონს თქვენი ახსნილი რეცეპტები🖒🖒🖒🖒✍✍🤗🤗
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
Didi. Madloba
@user-uk5dl7sz6v
@user-uk5dl7sz6v 2 роки тому
ვგიჟდები თქვენ რეცეპტებზე. ძალიან ლარგად ხსნით. ეს ქადა არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ნუგბარი და ახლაც ისეთივე სიამოვნებით შევექცევი, როგორც მრავალი წლუს წინ. წარმატებები თქვენ🍓🍓
@chefgigabakes2735
@chefgigabakes2735 2 роки тому
დიდი მადლობა
"Поховали поруч": у Луцьку попрощались із ДВОМА Героями 🕯🥀 #герої #втрати
00:15
Телеканал Конкурент TV - новини Луцька та Волині
Переглядів 323 тис.
Eurovision Song Contest 2024: Grand Final (Live Stream)
3:58:35
Eurovision Song Contest
Переглядів 9 млн
😱СНЯЛ СУПЕР КОТА НА КАМЕРУ⁉
00:37
OMG DEN
Переглядів 1,8 млн